ტურბინირებული ძრავი საწვავის დაბალი მოხმარების ხარჯზე გვაძლევს გაცილებით უფრო მეტ სიმძლავრეს , ასევე მაღალ სამუშაო სიჩქარეს, ამასთან ერთად უზრუნველყოფს გამძლეობას და საიმედოობას.
საწვავის დაზოგვის კოეფიციენტის მოსამატებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად CHANGFA 704-ში გამოყენებულია სტანდარტული და მძლავრი სამ საფეხურიანი გადაცემის გამაძლიერებლი და 16+16 რევერსულ გადაცემათა კოლოფი, რაც იძლევა საწვავის ეფექტურად დაზოგვის მიზნით ოპტიმალური სამუშაო რეჟიმის შერჩევის საშუალებას.
CFC 704 -ს გააჩნია საბურავებს შორის დაშორების რეგულირების საშუალება, რაც სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შეასრულებლად საჭირო მოთხოვნებს .
აღჭურვილია 75 ლიტრიანი დიდი მოცულობის საწვავის ავზით გრძელვადიანი უწყვეტი სამუშაოს შესასრულებლად .
PTO ღერძს გააჩნია 2 საფეხურიანი გადაცემა 540/1000 ბრ/წთ, რაც სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს ბაზარზე არსებული ნებისმიერი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების აგრეგატის ტექნიკურ მოთხოვნებს .
| ბრენდი | CHANGFA |
| მოდელი | CFC 704 |
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| სიგრძე (მმ) | 3564 |
| სიგანე (მმ) | 1500 |
| PTO (ბრ.წთ) | 540/1000 |
| გადაცემათა კოლოფი: | რევერსული 16+16 |
| საწვავის ტიპი: | დიზელი |
| სიმძლავრე (ცხ.ძ) | 70 |
| საწვავის საშუალო მოხმარება (ლ/სთ) | 10 |
| მობრუნების რადიუსი (მ) | |
| ძრავა | CF 3C 70 T |
| უკანა სიმძიმეები: | 180 კგ |
| მაქსიმალურის სიჩქარე (კმ/სთ) | 38 |
| საწვავის ავზსი მოცულობა (ლ.) | 75 |









