ძრავის მომსახურება და რემონტი

ავტომობილის ძრავის შეკეთება არის რთული ტექნოლოგიური პროცესი. ASP გრუპის სპეციალისტები ახორციელებენ ძრავის შეკეთებას ყველა წესის დაცვით, ძრავების კატალოგის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით სამუშაოს შესრულებას.

სრულად ნახვა …

გადაცემათა კოლოფის სერვისი და შეკეთება

ASP გრუპის სერვის ცენტრებში სპეციალური პროგრამების და მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით ხდება ჯერ სრული დიაგნოსტიკა, შემდეგ შეკეთება!

სრულად ნახვა …

ხიდების, რედუქტორების, მიმმართველების, დამჭიმებისა და შლანგების შეკეთება

ASP გრუპი –  კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოტექ მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედოობას და უსაფრთხოებას.

სრულად ნახვა …

ჰიდრავლიკური მილების წარმოება

ASP გრუპი გთავაზობთ ჰიდრავლიკური მილების წარმოების სერვისს. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენთან შეძენილ და დამზადებულ ნებისმიერი პროდუქტის ვარგისიანობაზე. 2011 წლიდან ასპ გრუპი არის Parker Hannifin-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.

სრულად ნახვა …

ჰიდრავლიკური ტუმბოების და ძრავების შეკეთება

ASP გრუპი ნებისმიერი ჰიდრავლიკის შეკეთება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და რაც მთავარია გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც შეაკეთებენ თქვენს ჰიდრავლიკურ აღჭურვილობას. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან დაზიანებები და შეაკეთებენ აღჭურვილობას გარანტიით. რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებაში, ახალი ჰიდრავლიკური ძრავების, ჰიდრავლიკური ტუმბოების შეძენისას.

სრულად ნახვა …

ჰიდრავლიკური ცილინდრების შეკეთება

ASP გრუპი – კომპანია ახორციელებს ჰიდრავლიკური ცილინდრების შეკეთებას მთელ საქართველოში. ჩვენი კომპანია დაკავებულია ნებისმიერი სირთულის რემონტით: დგუშის ჩობალების შეცვლიდან დაწყებული ჰიდრავლიკური ყურის ზედაპირზე წარმოქმნილი ღრმა დაზიანებების აღდგენამდე.

სრულად ნახვა …

ციცხვების შეკეთება HARDOX-ის ფურცლებით

ASP გრუპი –  ახორციელებს ციცხვების შეკეთებას HARDOX-ის ფურცლებით. Hardox – ფოლადის ფურცლოვანას აწარმოებს შვედური კომპანია SSAB Oxelosund AB, რომელიც გამოირჩევა დიდი საექსპლუატაციო პერიოდით. მხოლოდ ამ ბრენდის ფოლადს შეუძლია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხი, დაბალი ღირებულება და აღჭურვილობის მაქსიმალური გამძლეობა.

სრულად ნახვა …

ისრების, სახსრებისა და თითების შეკეთება

ASP group -ის სერვის ცენტრი ახორციელებს ისრების, სახსრების და სხვა ლითონის კომპონენტების შეკეთებას შემდეგ სპეცტექნიკაზე: მტვირთავ-ექსკავატორი, ბორბლიან და მუხლუხა ექსკავატორები LOVOL, FASSI, GUVENC, PAKSAN, FOTON, AGT, CATERPILLAR, KOMATSU, VOLVO, HITACHI, HYUNDAI, DOOSAN  და სხვა ბრენდები. ჩვენ ვაძლევთ არამარტო გარანტიას არამედ ხელმისაწვდომ ფასებს ყველა სახის სამუშაოებისთვის.

სრულად ნახვა …

კომპიუტერული დიაგნოსტირება და ელექტრო სისტემების შეკეთება

ჩვენს სერვის ცენტრებში შესაძლებელია ელექტრო დიაგნოსტირების ჩატარება უახლესი თაობის ელეტრო დიაგნოსტიკის აპარატურით, სადაც მუდიმვ რეჟიმში ხდება პროგრამის განახლება. პროგრამების მიზანია, ჩაუტარდეს ავტომობილს სრული ელექტრო დიაგნოსტიკა. უმოკლეს დროში აღმოაჩინოს ნებისმიერი ელექტრო დაზიანება. აღადგინოს დაზიანებული მართვის ბლოკები და სადენები, განახლდეს პროგრამული უზრუნველყოფა, გაიაროს სრული ტექ–დათვალიერება და მოამზადოს ავტომობილი ექსპულატაციისთვის.

სრულად ნახვა …

საბურავების შეკეთება და ვულკანიზაცია

კომპანია  ASP გრუპი  ეწევა საბურავების შეკეთებას და ვულკანიზაციას პროფესიონალურ დონეზე. მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, მაღალი ხარისხის მასალები და კომპონენტები, პროფესიული აღჭურვილობა ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ გაწეული მომსახურების ხარისხის დონე საშუალოზე ბევრად მაღალია.

სრულად ნახვა …

სერვის ცენტრი

ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

თვალჭრელიძის 4/1, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

E60 მაგისტრალი 7-ე კმ. ფოთი, საქართველო