ჯავახეთის ქ. 64
+995 322 102201
image
image
image
image
image
61 თანამშრომელი
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის განვითარებასა და მოტივაციაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება, ამიტომ ვთავაზობთ მათ მომსახურების უმაღლეს ხარისხს.
100  ერთეული ტექნიკა
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ 5 სახეობის 100-ზე მეტი დასახელების ტექნიკა - დანადგარების ფართო არჩევანს, რომელსაც მუდმივად ვანახლებთ მოთხოვნებისა და ახალი მოდელების მიხედვით.
20 სახეობის ბრენდი
ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტ ბრენდს.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. ასპ-გრუპს 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

რაც უნდა იცოდეთ

  • ყველა სტატია
  • სიახლეები
  • ჩვენს შესახებ
შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამართულ ტენდერში შპს "ასპ-გრუპ"-მა ფოტონის პროდუქციით გაიმარჯვა. შპს "ასპ-გრუპ"-მა შემსყიდველს საუკეთესო პირობები შესთავაზა 9 სატვირთო მანქანის შესყიდვაზე. ავტომობილების გადაცემა სექტემბერში მოხდება.
ასპ-გრუპი აგრძელებს მაღაზიათა ქსელის გაფართოებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
კომპანია ასპ-გრუპი კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს და ენერგო-პრო ჯორჯიას დაკვეთით საქართველოში 30 ერთეულ Foton-ის პიკაპს ჩამოიყვანს.
ასპ-გრუპი მუდმივად ზრუნავს თავისი მომხმარებლების კმაყოფილებაზე და სთავაზობს მათ მანქანა-დანადგარების ფართო არჩევანს. 2018 წელს ასპ-გრუპმა, ახალი ბრენდის - აგტ-ს (AGT) პრეზენტაცია გამართა. ჩინეთის უდიდესი მწარმოებელი კომპანია SHANDONG LOVOL HEAVY INDUSTRY INTERNATIONAL TRADING CO., LTD., რომელსაც აქვს სპეც-დანიშნულებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი, აგტ-ს (AGT) ბრენდის ქვეშ დაამზადებს ტრაქტორებს. ტრაქტორებისთვის საჭირო ნაწილებისა და დანადგარების წარმოება უახლოეს მომავალში საქართველოში დაიწყება.  
პარკერ სთორი წარმოადგენს ასპ-გრუპის მაღაზიათა ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკა - დანადგარებისა და დამატებითი აღჭურვილობის ფართო არჩევანს. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ასპ-გრუპის ბრენდების პროდუქცია, რომელთა დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, მირიან მეფის ქ.7 თბილისი, მაისურაძის ქ.10  თბილისი, კახეთის გზატკეცილი 51 ქუთაისი, ავანგარდი, გუგუნავას ქ.10 ზუგდიდი, ხუბულავას ქ.12 ფოთი, პატარა ფოთი, ც. მაგისტრალი E60, 7 კმ

პარტნიორები

ფოტოგალერეა