ჯავახეთის ქ. 64
+995 322 102201

ფოტონი

ფოტონი



Beiqi Foton Motor-ი ჩინეთში უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც აქვს ავტომობილების, სპეც-დანიშნულებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი.

Foton-ი 5 წლის განმავლობაში გახდა უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების სფეროში და ათი წლის განმავლობაში იყო ასევე უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი მსუბუქი-სატვირთო ავტომობილების წარმოების სფეროში.

ჩინეთის ავტოინდუსტრიაში Foton-მა 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა, გამოუშვა და რეალიზაცია გაუკეთა 5,000,000 სატრანსპორტო საშუალებას! 2012 წელს კომპანია Foton-მა დაიმლერთან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო Beijing Foton Daimler Automotive რომლის შემდეგაც დაიწყეს ერთობლივად ავტომობილების გამოშვება.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ Foton-ის ტექნიკას აწარმოებენ მრავალ ქვეყანაში, რუსეთსა და უკრაინაში ავტომობილების წარმოების და ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. Foton-ის ავტომობილები რამდენიმე წელია წარმოდგენილია აზერბაიჯანშიც.

2013 წლიდან Foton-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა! 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფოტონის ვებ - გვერდს  http://www.foton.ge/ka