ძრავის მომსახურება და რემონტი
ავტომობილის ძრავის შეკეთება არის რთული ტექნოლოგიური პროცესი. ASP გრუპის სპეციალისტები ახორციელებენ ძრავის შეკეთებას ყველა წესის დაცვით, ძრავების კატალოგის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით სამუშაოს შესრულებას.
გადაცემათა კოლოფის სერვისი და შეკეთება
ASP გრუპის სერვის ცენტრებში სპეციალური პროგრამების და მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით ხდება სრული დიაგნოსტიკა, შემდეგ შეკეთება!
ხიდების, რედუქტორების, მიმმართველების, დამჭიმებისა და შლანგების შეკეთება
ASP გრუპი – კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოტექ მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედოობას და უსაფრთხოებას.
ჰიდრავლიკური მილების წარმოება
ASP გრუპი გთავაზობთ ჰიდრავლიკური მილების წარმოების სერვისს. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენთან შეძენილ და დამზადებულ ნებისმიერი პროდუქტის ვარგისიანობაზე. 2011 წლიდან ასპ გრუპი არის Parker Hannifin-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.
ჰიდრავლიკური ტუმბოების და ძრავების შეკეთება
ნებისმიერი ჰიდრავლიკური სისტემის და აგრეგატის შეკეთება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც ხარისხიანად შეაკეთებენ ჰიდრავლიკურ ძრავებს და ტუმბოებს. ახალი ჰიდრავლიკური ძრავების და ტუმბოების შეძენისას – ASP გრუპის გამოცდილი სპეციალისტები მოგცემენ რჩევას, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან დაზიანებები, რომელიც დაგეხმარებათ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებაში.
ჰიდრავლიკური ცილინდრების შეკეთება
ASP გრუპი – კომპანია ახორციელებს ჰიდრავლიკური ცილინდრების მოხსნა/დაყენებას და შეკეთებას საქართველოს მაშტაბით. მომსახურების გასაწევად კომპანიას გააჩნია მაღალი ხარისხის მარაგ ნაწილები (ღერო, მილი და ჰიდრავლიკური ჩობალების ფართო ასორტიმენტი).
პნევმატური ცილინდრის შეკეთება
ჩვენი კომპანია ახორციელებს მწყობრიდან გამოსული პნევმატური ცილინდრების შეკეთებას და რესტავრაციას. შეკეთების შესაძლებლობა ფასდება ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლების მიერ ცილინდრის შემოწმების შემდეგ. შეკეთება ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნით უმოკლეს დროში.
ისრების, სახსრებისა და თითების შეკეთება
ASP group -ის სერვის ცენტრი ახორციელებს ისრების, სახსრების და სხვა ლითონის კომპონენტების შეკეთებას შემდეგ სპეცტექნიკაზე: მტვირთავ-ექსკავატორი, ბორბლიან და მუხლუხა ექსკავატორები LOVOL, FASSI, GUVENC, PAKSAN, FOTON, AGT, CATERPILLAR, KOMATSU, VOLVO, HITACHI, HYUNDAI, DOOSAN და სხვა ბრენდები. ჩვენ ვაძლევთ არამარტო გარანტიას არამედ ხელმისაწვდომ ფასებს ყველა სახის სამუშაოებისთვის.
ციცხვების შეკეთება HARDOX-ის ფურცლებით
ASP გრუპი – ახორციელებს ციცხვების შეკეთებას HARDOX-ის ფურცლებით. Hardox – ფოლადის ფურცლოვანას აწარმოებს შვედური კომპანია SSAB Oxelosund AB, რომელიც გამოირჩევა დიდი საექსპლუატაციო პერიოდით. მხოლოდ ამ ბრენდის ფოლადს შეუძლია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხი, დაბალი ღირებულება და აღჭურვილობის მაქსიმალური გამძლეობა.
საბურავების შეკეთება და ვულკანიზაცია
კომპანია ASP გრუპი ეწევა საბურავების შეკეთებას და ვულკანიზაციას პროფესიონალურ დონეზე. მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, მაღალი ხარისხის მასალები და კომპონენტები, პროფესიული აღჭურვილობა ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ გაწეული მომსახურების ხარისხის დონე საშუალოზე ბევრად მაღალია.
კომპიუტერული დიაგნოსტირება და ელექტრო სისტემების შეკეთება
ჩვენს სერვის ცენტრებში შესაძლებელია ელექტრო დიაგნოსტირების ჩატარება უახლესი თაობის ელეტრო დიაგნოსტიკის აპარატურით, სადაც მუდიმვ რეჟიმში ხდება პროგრამის განახლება. პროგრამების მიზანია, ჩაუტარდეს ავტომობილს სრული ელექტრო დიაგნოსტიკა. უმოკლეს დროში აღმოაჩინოს ნებისმიერი ელექტრო დაზიანება. აღადგინოს დაზიანებული მართვის ბლოკები და სადენები, განახლდეს პროგრამული უზრუნველყოფა, გაიაროს სრული ტექ–დათვალიერება და მოამზადოს ავტომობილი ექსპულატაციისთვის.
სერვის ცენტრი
ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო
სერვის ცენტრი
თვალჭრელიძის 4/1, თბილისი, საქართველო
სერვის ცენტრი
E60 მაგისტრალი 7-ე კმ. ფოთი, საქართველო